19 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
"გვყავს კლანი, რომელსაც მფარველობს ხელისუფლება, უნდა ამის გათრევა და ძალაუფლების გაძლიერება უზენაეს სასამართლოზე“ - გიორგი გვილავა

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ სიას, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩების კრიტერიუმებს ეხება, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის მიუღებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზრი არ აქვს იმ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას, რადგან ეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეცვლას არ უზრუნველყოფს.

როგორც საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა, ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობა პროცესის გამჭვირვალობაზე საუბრობს, თუმცა, რეალურად სამოქალაქო საზოგადოება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩართული ვერ იქანება.

„მთავარი ის კი არ არის, ტექნიკურად რას ჩაწერენ იმ კანონპროექტში. პრობლემა არის მთავარი გვყავს კლანი, რომელსაც მფარველობს ხელისუფლება, უნდა ამის გათრევა და ძალაუფლების გაძლიერება და გავრცელება უზენაეს სასამართლოზე, ეს არის პრობლემა,“ - აცხადებს გვილავა.

დღის ამბები