26 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულმა ზურაბ მჭედლიძემ კლინიკაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულმა ზურაბ მჭედლიძემ კლინიკაში მისული პროკურატურის წარმომადგენლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მისი გამოკითხვა სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება. მჭედლიძე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი. ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა.

მიზანმიმართულად გაჩნდა თუ არა ხანძარი - ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს. „კურიერის“ ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში, სავარაუდო ბრალდებულია.

დღის ამბები