25 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, დაბომბა ჩვენი მოსახლეობა - სალომე ზურაბიშვილი

სააკაშვილმა დაბომბა ჩვენი მოსახლეობა, დაბომბა ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - სალომე ზურაბიშვილი, სკანდალურ ბრალდებებს უკვე პრეზიდენტის რანგში პირველად იმეორებს.

ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. მისი თქმით, ამის გამო საქართველოს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. 

„იმ პირობებში, იმ პროვოკაციებში, იმ პერიოდში, როცა გაუთავებლად იყო დაბომბვები ჩვენი სოფლების, რა უნდა გაეკეთებინა ან არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს, ამაზე ჯერ ისტორიას კიდევ აქვს თავის სათქმელი მომავალში და უნდა დაველოდოთ.

„არა როგორ არ დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა (დაბომბა), რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი და მე ვთვლი ამას როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში, ეს არის განსხვავება,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა "რეაქციას" ეთერში გააკეთა. 

დღის ამბები