20 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და საიდუმლო გარიგება პრემიერთან - ოპოზიციას წულუკიანთან შეკითხვები აქვს

ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და პრემიერთან საიდუმლო გარიგების დეტალები - ოპოზიციის წევრები თეა წულუკიანისგან საჯარო ახსნა-განმარტებას ელოდებიან. დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ ახერხებს ის მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას და რა იყო მისი და მამუკა ბახტაძის ბოლო უთანხმოების მიზეზი.

ხელისუფლების ოპონენტებს ასევე აინტერესებთ, რატომ ათავისუფლებდა მინისტრი სამინისტროდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით. თეა წულუკიანს პარლამენტში დღეს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. 

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„სწორედ ასეთი მინისტრი მეშვიდე წელია არის ფავორიტი იმ ადამიანის, რომელიც ზოგადად წყვეტს მინისტრების თუ ზოგადად ადამიანების ბედს საქართველოში. როდესაც მას აქვს უფლება, რომ შანტაჟის ენით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს, როდესაც მინისტრი იმუქრება გადადგომით და საზოგადოებამ არ იცის, რასთან არის ეს დაკავშირებული, ეს არის ხელშეუხებელი ფავორიტის როლში მოვლენილი ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ადამიანის ზურგი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სასამართლო რეფორმის წარუმატებლობას ეხება.

ირმა ნადირაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ მას ვკითხავთ, როგორ მოახერხა და ჩააფლავა სასამართლო რეფორმა. როგორ მოახერხა და ასობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა ბიუჯეტს, როცა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა თანამშრომლები და ისინი სასამართლომ აღადგინა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ წულუკიანთან მთავარი შეკითხვები იმ სარჩელებს შეეხება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„იუსტიციის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მინისტრი, რომელიც დიდი ხანია, თავის პოზიციას იკავებს. შემიძლია არაერთი რეფორმა და საქმე ჩამოგითვალოთ, რომელიც ამ წლებში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები