17 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადებები საკმარისი მიზეზია, რათა მისი იმპიჩმენტის ან სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილება მივიღოთ - სამადაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს  - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. 

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ უკვე პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხელ სააკაშვილმა ცხინვალი და მოსახლეობა დაბომბა, მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ასხამს წყალს. 

სამადაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟენევის ფორმატს აკრიტიკებს მაშინ ,როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ფორმატის გაუქმება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადებები საკმარისი მიზეზია, რომ მისი პასუხისმგებლობის ან იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. 

დაკავშირებული სურათი"საქართველოს უკვე პრეზიდენტის განცხადება, რომ ერთის მხრივ ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორეს მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, შეიძლება საერთოდ მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით შექმნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა.

"ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, უკვე პრეზიდენტის რანგში ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ, დროა ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

"მე ვფიქრობ, და არ მაქვს იმედი, რა თქმა უნდა, იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, მაგრამ მომავალში, როცა პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაძლებელი, ვფიქრობ ის საკუთარი განცხადებებით საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რანგში პირველად გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა, რომელიც მოსახლეობისგან არ იყო დაცვლილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები