19 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" იმიტომ გაიყვანა ეს ადამიანი პრეზიდენტად, რომ ზიანი მიადგეს ეროვნულ ინტერესებს - სერგი კაპანაძე

სხვა ახსნა არ აქვს, "ქართულმა ოცნებამ" იმიტომ გაიყვანა ეს ადამიანი პრეზიდენტად, რომ ზიანი მიადგეს ეროვნულ ინტერესებს - ამ შეფასებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს.

საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცხინვალისა და ჩვენი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა.

კაპანაძე ამბობს,რომ ზურაბიშვილი ვერ იგებს რა ზიანს აყენებს მისი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" იმიტომ აირჩია პრეზიდენტად ზურაბიშვილი, რომ მან ეროვნულ ინტერესებს ზიანი მიაყენოს. 

"ქალბატონი ზურაბიშვილი არ ეშვება ზიანის მიყენებას ჩვენი ინტერესებისთვის, როგორც ჩანს ვერ გაისიგრძეგანა და ვერ გაიგო, რომ მისი ყოველი ფრაზა, რომელსაც ეჭვი შეაქვს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, პირდაპირ არის გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაშიც და სხვაგანაც, როგორც დიპლომატიურად ისე სასამართლოებში.

"ვერ გაიგო ამ ქალმა ეს და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს იმიტომ წარადგინა ეს ადამიანი პრეზიდენტად და იმიტომ გაიყვანა, რომ იქნება რაიმე ზიანი მიადგეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს-სხვა ახსნა ამას არ აქვს,"-განაცხადა კაპანაძემ.  

მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ ჟენევა არის გადასახედი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების გატარებაა. კაპანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ვერ ხვდება ჟენევის შეხვედრების შედეგის დასრულების რეალურ მიზეზს. 

„ქალბატონ სალომეს არ ესმის, თუ რომ ჟენევაში პროგრესი არ გვაქვს ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ფორმატია ცუდი, ეს არის იმის ბრალი, რომ მოსკოვში ამის ნება არ არის და მოსკოვზე უნდა გაიზარდოს წნეხი. ის რომ ფორმატს აბრალებს ეს არის პირველკურსელის დონეზე დაშვებული შეცდომა და ძალიან სამწუხარო, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს,“-განაცხადა კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები