პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის მინისტრთან ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გატარებული ღონისძიებები განიხილა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაარსებიდან, რომლის ინიციატორიც სწორედ შვედეთი იყო, ათი წელი სრულდება და ამ თარიღს საქართველო განსაკუთრებულად აღინიშნავს.
ორი ქვეყნის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას გულისხმობს.