ტერეზა მეი ევროკავშირს "ბრექსიტის" პროცესის გრძელვადიანი გადადების მოთხოვნით აღარ მიმართავს. ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, მეი იზიარებს საზოგადოების იმედგაცრუებას, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.
არსებული კანონის თანახმად, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გაფორმების, ან მის გარეშე, 9 დღეში დატოვებს. ტერეზა მეი იმედოვნებდა, რომ გარიგებაზე პარლამენტართა მხარდაჭერის მოპოვებას მესამედ შეეცდებოდა, მაგრამ თემთა პალატის თავმჯდომარემ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე დოკუმენტი კენჭისყრაზე აღარ გავიდოდა.
სპიკერის ამ გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციაში საბოტაჟი უწოდეს.