24 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
„იყო მცდელობა, რომ ეს საქმიანი დისკუსია დაპირისპირებად მოენათლათ მედიაში" - არჩილ თალაკვაძე პრემიერისა და წულუკიანის უთანხმოებაზე საუბრობს

„იყო მცდელობა, რომ ეს საქმიანი დისკუსია დაპირისპირებად მოენათლათ მედიაში. მაგრამ ეს იყო მიმდინარე საკითხი, რომელიც მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება,“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თეა წულუკიანის მიერ მთავრობის მეთაურისთვის წაყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი ამოწურულია.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ განსხვავებული პოზიციები შეაჯეროს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„ეს საკითხი ამოიწურა. პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი და მისი ამოცანაა, რომ ყველა განსხვავებული პოზიცია შეაჯეროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ ხელისუფლების რომელიმე წევრმა მოიგოს ან წააგოს, მთავარი მიზანია, რომ მოიგოს ქვეყანამ და საზოგადოებამ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„კურიერის“ კითხვაზე, შეუცვლელი მინისტრია თეა წულუკიანი, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ ის გამოცდილი მინისტრია. თეა წულუკიანს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

 

დღის ამბები