24 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მივიდა

იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მივიდა. თეა წულუკიანი დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩაბარებას რამდენიმე წუთში შეუდგება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მინისტრთან ბევრი კრიტიკული შეკითხვა აქვთ. 

პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე თეა წულუკიანმა დილა გლდანის ციხეში მისვლით დაიწყო.

ბადრაგებისთვის უნიფორმების გადასაცემად იუსტიციის მინისტრმა სწორედ დღევანდელი დღე შეარჩია.

სავარაუდოდ, ციხეებისა და საპყრობილეების კონტროლი და სისტემის რეალური მართვის უფლება იყო, სწორედ ის, რის გამოც თეა წულუკიანმა საკუთარ გუნდსა და პრემიერს ულტიმატუმი წაუყენა.

იყო თუ არა წულუკიანის ეს ნაბიჯი დემონსტრაციული, იუსტიციის მინისტრს არ უსაუბრია.

დღის ამბები