23 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
თავდასმების ახალი სერია თბილისის სავაჭრო ობიექტებზე - დამნაშავეებმა პოლიციის შენობის წინ მდებარე "სპარი" დააყაჩაღეს

თავდასმების ახალი სერია თბილისის სავაჭრო ობიექტებზე - ამჯერად დამნაშავეების სამიზნე ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელი "სპარი" გახდა, ღამით ის ფილიალი დააყაჩაღეს, რომელიც პოლიციის შენობის პირდაპირ მდებარეობს, თუმცა თავდასხმა სამართალდამცველებს შეუმჩნეველი დარჩათ.

არსებული ინფორმაციით "სპარში" რამდენიმე პირი შეიჭრა და დააყაჩაღა. სუპერმარკეტს 800 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება წაღებულია 800 ლარის ღირებულების პროდუქტი თუ თანხა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო დროს კრიმინალმა შესამჩნევად მოიმატა, რის გამოც ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ.   

როგორც შინაგან საქმეთ სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, "სპარში" მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ათასობით ლარი პროდუქციაა წაღებული კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტიდან მუხიანში. 

დღის ამბები