18 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
ხანდახან რაღაც გაუგებრობები ხდება, კანონის დასახელებასაც კი ვერ ვგებულობთ რაზე არის კენჭისყრა - დეპუტატები კობახიძეს დახმარებას სთხოვენ

89 მომხრე 31 წინააღმდეგი - პარლამენტმა პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. სესიაზე კენჭი უყარეს „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტსაც. თუმცა პარლამენტმა 24 მომხრით და 42 მოწინააღმდეგით საკითხი ჩააგდო.

კენჭისყრის პროცესი ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით ირონიის საგანი გახდა. მას შემდეგ, რაც გუშინ სესიაზე მმართველმა გუნდმა ღილაკების ფერების არევის გამო ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა, გიგა ბოკერიამ დღეს კოლეგებს მოუწოდა კენჭისყრის ალტერნატიულ ფორმებზე იფიქრონ.

Image result for გიგა ბოკერია„ჩემს შემოთავაზებას უმრავლესობის მიმართ, რომ  ყუთით ჩაგვეტარებინა ხოლმე კენჭისყრები არ მოჰყვა დადებითი გამოხმაურება. ახალი შემოთავაზება მაქვს ყველა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პარლამენტარიზმის  აკვანს, ბრიტანეთს მივბაძოთ. თავებს რომ ითვლიან ხომ იცით?! ერთ ოთახში გადიან მომხრეები, მეორე ოთახში მოწინააღმდეგეები და იქ ითვლიან, „ჰენდ ქაუნთ“ ჰქვია, ასე თავებით. გამორიცხულია რამე შეცდომა ფერებში, განწყობაში. იქით გაბრძანდით თქვენ მომხრეები, აქეთ ჩვენ გამოვალთ ხოლმე,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

განმარტებები სწორი ღილაკის შერჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

Image result for ირაკლ კობახიძე„თქვენ ფრაქციებში დატესტეთ და თუ გაამართლებს მერე ჩვენ პარლამენტში გადმოვიტანთ. ეს არის უმრავლესობის მიერ ინიცირებული მწვანე არის თანხმობა, წითელი არის უარყოფა. ბატონმა გიგამ ამიყოლია,“-განაცხდა  ირაკლი კობახიძემ.

დღესვე  გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი კენჭისყრაში ისე იღებს  მონაწილეობას რომ არც კი იცის რომელ კანონპროექტზეა საუბარი. პრობლემა კი სასესიო დარბაზში არსებული აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში მჯდომ დეპუტატებს ხმა არ ესმით.

„არაფერი არ ისმის საერთოდ უკან რა, ამიტომ ხანდახან რაღაც გაუგებრობები ხდება, კანონის დასახელებასაც კი ვერ ვგებულობთ რაზე არის კენჭისყრა. აქ არის საშუალება ყურსასმენი მაინც გავიკეთოთ,“-განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ.

ყურსასმენები დღეს მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა მოითხოვა.

Image result for ილია წულაია„ბოლო რიგში ჩვენ ვართ პარლამენტის სხდომის გარეთ. არაფერი არ გვესმის. ვერ ვღებულობთ მონაწილეობას. ამის მთავარი  პრობლემა არის აკუსტიკა. რამე გვიშველეთ, ყურსასმენები ან რაღაც მოგვეცით თორემ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. უკან რიგში ფაქტიურად ვარაუდზე ვართ რა,“-განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრმა ილია წულაიამ.

დღის ამბები