20 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
ელექტრომობილებისა და მოპედების მფლობელების საპროტესტო აქცია ბათუმში

ელექტრომობილებისა და მოპედების მფლობელების საპროტესტო აქცია ბათუმში - ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, პირველი მაისიდან ველობილიკებზე ტრანსპორტის ამ სახეობის მოძრაობა იკრძალება.

მოპედებისა და ელექტრომობილების მფლობელები რეგულაციას არასწორად მიიჩნევენ. ისინი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. თამარ ბაკურიძის შეფასებით, ბათუმის საკრებულომ „უპასუხისმგებლო და არასახალხო გადაწყვეტილება მიიღო“.

დღის ამბები