ქურდობის ფაქტი მუხიანში - ნიღბიანმა დამნაშავეებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს. წაღებულია 5000 ლარის ღირებულების სიგარეტი. თავდამსხმელებმა, რომლებიც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შენობაში სულ 3 წუთი გაატარეს და ადგილიდან მალევე მიიმალნენ.
„სიგარეტები ბლოკებით არის წაღებული. მხოლოდ სიგარეტებია წაღებული. დაკავებული არ ვიცი თუ არის ვინმე. ნიღბიანები იყვნენ. კარებზე არის ბოქლომის ჟალუზი ჩაჭრილი,“-აცხადებენ სუპერმარკეტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მარკეტის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.