23 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
ტერეზა მეიმ ევროკავშირს "ბრექსიტის" 30 ივნისამდე გადადების თხოვნით მიმართა

ტერეზა მეიმ ევროკავშირს "ბრექსიტის" 30 ივნისამდე გადადების თხოვნით მიმართა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შესაბამისი წერილით მან დონალდ ტუსკს უკვე მიმართა.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება დაიწუნა. პრემიერის გზავნილში ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთს ლისაბონის შეთანხმების 50 მუხლის მოქმედების 30 ივნისამდე გახანგრძლივება სურს. ეს დრო ლონდონს ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკების გასაგრძელებლად და ახალი წინადადების შემუშავებისთვის სჭირდება, რის შემდეგაც პარლამენტში რიგით მესამე კენჭისყრა გაიმართება.

ტერეზა მეის ინიციატივას ევროკავშირის ლიდერების სამიტზე კვირის ბოლოს განიხილავენ. მეის მიერ დასახელებულ თარიღს არ ეთანხმებიან ევროკომისიაში. ორგანიზაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ბრექსიტი" ან 23 მაისს უნდა შედგეს, ან გრძელვადიანად გადაიდოს.

დღის ამბები