24 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
თქვენ იკადრეთ უკადრებელი, უნდა გრცხვენოდეთ - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს მიმართავს

„თქვენ იკადრეთ უკადრებელი, უნდა გრცხვენოდეთ,“ - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ოპოზიციის წევრს, სალომე სამადაშვილს. თეა წულუკიანმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და მას მიმართა, რომ უკადრებელი იკადრა.

თეა წულუკიანის თქმით, სამადაშვილს იმ განცხადების გამო უნდა რცხვენოდეს, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას ეხებოდა. მინისტრის თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რაც ტყუილია.წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ის 2020 წლის შემდეგ მინისტრი აღარ იქნება. 

Image may contain: living room, screen, table and indoor„ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდ იკადროს. თქვენ დამადანაშაულეთ, თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობდეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში. მათ შორის, ისიც ახსოვთ არაერთი მათგანი, სამწუხაროდ, რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში. ნუ იკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ იმიტომ, რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფატუ ბენსუდას უწყებასთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დამტკიცდეს. 

Image may contain: 1 person, indoor"რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიდის, როგორც ქალბატონი ბენსუდა ამბობს, სწრაფი ტემპით. მე ამაზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, შემოდის შუამდგომლობები, რომ მისი გამომძიებლები დავაკონტაქტოთ სხვადასხვა მოწმეს. მოწმეების ვინაობის გამხელის უფლება ამ ტრიბუნაზე არ მაქვს. ჩვენ ვეთანამშრომლებით ქალბატონი ბენსუდას უწყებას არა იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ, იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მოკვდინება დავამტკიცოთ. საჭიროა, სამართლებრივი დოკუმენტი დავიჭიროთ ხელში, ისეთი როგორიც გვიჭირავს დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილში და როგორც ხელში გვქნება ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ეს იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტი, რომელიც თქვენ თუ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, თქვენ გამოიყენებთ, თქვენ თუ ვერ დაბრუნდებით და ქალბატონი ადა გახდება იუსტიციის მინისტრი, ის გამოიყენებს, თორემ მე აქ, რა თქმა უნდა, 2020 წლის მერე არ ვიქნები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები