19 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე - ამ კითხვით ცენტრი "ემპათია" რუსეთის პროკურატურას მიმართავს

ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაციას დღეს ომბუდსმენს გადაუგზავნის. ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ისინი აპირებენ განცხადებით მიმართონ რუსეთის სახალხო დამცველსაც. დაიწყო თუ არა გამოძიება კვარაცხელიას საქმეზე - ამ შეკითხვაზე კი პასუხს "ემპათია" რუსეთის პროკურატურისგან ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. საქმის ახალ დეტალებზე საუბარს მარიამ ჯიშკარიანი ხვალინდელ ბრიფინგზე გეგმავს.

დღის ამბები