24 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
დამატებითი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებსა და რუსულ კომპანიებს - უკრაინა რუსეთს წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

უკრაინა რუსეთს წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. პეტრო პოროშენკომ ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა და დამატებითი ეკონომიკური შეზღუდვები რუსეთის 848 მოქალაქესა და 300-მდე რუსულ კომპანიას დაუწესა.

შავ სიაში მოხვდნენ პირები და კომპანიები, რომლებიც უკრაინელი მეზღვაურების უკანონო დაკავებასთან არიან დაკავშირებულები, ასევე პირები რომლებსაც დონბასის რეგიონში ე.წ. არჩვენების ორგანიზება ედებათ ბრალად.

დონბასში დამკვირვებლების სტატუსით ყოფნის გამო სასანქციო სიაში აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნლებიც მოხვდნენ.

დღის ამბები