დაძაბული განხილვა ევროპარლამენტში - EPP-ს პოლიტიკურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება და დღეიდან ვიქტორ ორბანის პარტიას ფედეს EPP-ს წევრობა დროებით შეუწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით პარტია მონაწილეობას ვეღარ მიიღებს კენჭისყრასა და შეხვედრებში.
გარდა ამისა, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, ვიქტორ ორბანის დახურულ კარს მიღმა კონკრეტული პირობები წარუდგინა. ორბანის მიმართ მანფრედ ვებერის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყვიტოს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის წინააღმდეგ კამპანია.
მალფრედ ვებერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დემოკრატიულად იქნა მიღებული, ორბანი კი დაეთანხმა, EPP-ს პოლიტიკური ასამბლეის გადაწყვეტილებას.
„ფედეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეის პოლიტიკური საქმიანობაში. ეს გადაწყვეტილება მტკიცეა და დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე. დღესვე იყო მიღებული გადაწყვეტილება შეფასების კომიტეტის შექმნის შესახებ, რადგან საჭიროა მოვლენების განვითარებას თვალის ვადევნოთ. ფედესა და EPP-ს შორის ნდობის აღდგენისთვის ყველა ფაქტი და ქმედება მნიშვნელოვანი იქნება,”-განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერიმ.
ვიქტორ ორბანი კი აცხადებს, რომ ფედეს არასოდეს უწარმოებია ჟან-კლოდ იუნკერის საწინააღმდეგო კამპანია.
„ჩვენ არასდროს გვიწარმოებია კამპანია ჟან-კლოდ იუნკერი წინააღმდეგ. კამპანია, რომელიც უნგრეთში მიმდინარეობდა გამიზნული იყო ჩვენი ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ რა განზრახვები არის ევროკავშირში ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, მიგრაცია. ეს საინფორმაციო კამპანია ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის მოთხოვნის შესაბამისად, უკვე დასრულებულია,”-განაცხადა ვიქტორ ორბანიმ.