20 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
"ფოთის პორტის მფლობელებისთვის მათ შორის ჩხარტიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა"-სალომე სამადაშვილი

ანაკლიის პორტის პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ამ წუთებში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში მაია ცქიტიშვილთან დეპუტატები განიხილავენ. ოპოზიციიის კითხვები სწორედ ამ პროექტის განხორციელებას და რისკებს შეეხება. ენმ-ს წევრი დაინტერესდა ჰყავს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოძიებული ალტერნატიული ინვესტორი იმ შემთხვევისთვის, თუ დღევანდელი კონსორციუმი ვერ მოახერხებს აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„არსებობს თუ არა ალტერნატიული ინვესტორი, რომელიც თქვენთან უკვე საუბრობს იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი კონსორციუმი ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას რომ შეიცვალოს ინვესტორი. ვინ არის ალტერნატიული ინვესტორი. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ფოთის პორტს გაუწევს ანაკლიის პორტი კონკურენციას და ამიტომ ფოთის პორტის დღევანდელი მფლობელებისთვის თუ გამკარგავებისთვის  მათ შორის ბატონი ჩხარტიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა. მაინტერესებს  თქვენი შეფასება რამდენად შეიძლება არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან გვქონდეს საქმე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდი კი ოპოზიციას უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. ზაზა გაბუნიას თქმით, ოპონენტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თითქოს ხელისუფლება ანაკლიის პროექტის ჩაშლას ცდილობს.  

Related image„კეთდება სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები, რომლის მიზანია შეიქმნას ილუზია  თითქოს ხელისუფლების მიზანია ჩაიშალოს ეს პროექტი. ყველაფერში გარკვეული ოპოზიციონერი კოლეგებისათვის რატომღაც ამოუხსნელი დარჩა საკითხი იმის შესახებ, რომ ის ვინც 100 მილიონს დებს ამა თუ იმ პროექტში, შეუძლებელია მას სურდეს  პროექტის ჩაშლა. ანაკლიის პროექტის განხორციელებაში 100 მილიონს დებს სწორედ სახელმწიფო,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

დღის ამბები