20 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტი რობერტ მალერის გამოძიების შედეგების გამოქვეყნების მომხრეა

დონალდ ტრამპი რობერტ მალერის გამოძიების შედეგების გამოქვეყნების მომხრეა. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ანალოგიური მოთხოვნით კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოვიდა.

სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციას, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჯაროებას ითვალისწინებს, კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, თუმცა, საბოლოოდ, კონფიდენციალური ანგარიშის გამოქვეყნების გადაწყვეტილება ქვეყნის გენპროკურორმა უნდა მიიღოს.  

დღის ამბები