20 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
მაია ცქიტიშვილის ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება

ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ის სამთავრობო საათის ფორმატის ფარგლებში იმყოფება. მაია ცქიტიშვილმა მიანიშნა იმაზეც, რომ კონსორციუმმა ვერ მოახერხა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ინვესტორებთან მოლაპარაკება. მისი თქმით, აპრილის დასაწყისში გაიმართება მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს, ბანკებსა და კონსორციუმს შორის იმისთვის რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება.

„8 ძირითადი  პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი არის მიმართული იმაზე, რომ სახელმწიფოს უფლებები იყოს შეზღუდული. კონსორციუმის რისკები იქნას მაქსიმალურად დაზღვეული და ბანკები იყვნენ დაზღვეული სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი შემოსავლების შემცირების ან ნებისმიერი ინვესტორის რისკის შემთხვევაში. რაც უნდა ყოფილიყო ყოველთვის ინვესტორის და კონსორციუმის მხარის რისკი და ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ცვლილებებზე დავთანხმდებით სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება და პრაქტიკულად სესხის სრულად  უზრუნველყოფა, რის გაკეთებასაც არ ვაპირებდით. იმის გამოც რომ არ ვაპირებდით ამიტომაც გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა ამ პირობებით. აპრილის დასაწყისში გაიმართება მორიგი შეხვედრა სახელმწიფოსა, ბანკებსა და კონსორციუმს შორის სადაც ასევე  უნდა ვეცადოთ პოზიციების დაზუსტება და შეჯერება და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები