20 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
"გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი" - წულუკიანი ბოკერიას მიმართავს

"გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი“ - ასე მიმართა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის წევრებს. ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. 

იუსტიციის მინისტრს ჰააგაში მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა და განმარტებების გაკეთება მოუწია. 

წულუკიანი ითხოვდა, რომ ოპოზიციას მისთვის რუსეთთან ურთიერთობის რეცეპტი მიეტანა, რის შემდეგაც მას ხელისუფლება მიიღებდა.

Image may contain: people sitting and indoor„თავს იმართლებდა ყველა, რომ რუსეთთან თქვენ 2011 წელს დავა საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ და ბატონმა გიგა ბოკერიამ მითხრა გუშინ, მოგიტან რეცეპტს, როგორ შეატრიალო ეს დავაო, მაშინ, როცა მე ვუთხარი, რომ მე მაქვს ჩემი სტრატეგია.  გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი. ბატონო გიგა, მოგესალმებით, რომ მოხვედით. მომიტანეთ რეცეპტი, როგორ უნდა შემოვატრიალო 2011 წელს თქვენ მიერ წაგებული დავა? არ მომიტანა გიგა ბოკერიამ რეცეპტი იმიტომ, რომ არ მაქვს. არადა კულიჩის რეცეპტს არ გთხოვდით. გთხოვდით რუსეთთან ბრძოლის ეფექტურ რეცეპტს, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები