26 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით - გიგა ბოკერია

„წულუკიანი არის განსახიერება ივანიშვილის გუნდის, გულის გული არის,“ - პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ბოკერიას თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

„ადამიანები, რომლებიც აირჩიეს, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვან და დღემდე, მეშვიდე წელს ხელისუფლებაში ყოფნის, არსებობენ და საზრდოობენ სიძულვილით ოპონენტების წინააღმდეგ. შვიდი წლის მერე ხელისუფლებაში ყოფნისა, როცა მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს, დარბაზიც „ქართული ოცნების“ მხარეს გამოცოცხლდა, იქამდე ტრაგიკული სახეებით იყვნენ, ეს უხარიათ. მარტივი პასუხია, იმიტომ, რომ სხვა არაფერი „გასახარებელი“ ამ ხალხს არ აქვს, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე სურათი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს და მისივე განცხადებით, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

ბოკერია-ის სურათის შედეგი„არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს. დანარჩენი ეს მისი პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით რომ არის სავსე, მაგრამ ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ხალხი დღემდე არის ხელისუფლებაში და ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს მშვიდობიანად და არჩევნების გზით,“ - აცხადებს ბოკერია.

თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნა ოპონენტების კრიტიკისთვის გამოიყენა და ბოკერია-კახიძის მისამართით არაერთხელ გააკეთა მწვავე განცხადება.

„კურიერის“ ჟურნალისტის ნახევრად ხუმრობით დასმულ კითხვაზე ვინ უფრო მეტად უყვარს წულუკიანს - ბოკერია თუ კახიძე, დეპუტატმა ასე უპასუხა - „მე მგონი ვლიდერობ, მაგრამ ოთო სწრაფად მეწევა და მე ვღელავ ამაზე“.

დღის ამბები