27 ივნისი 2019,   09:12
ვრცლად
ხანძარს სოფელ ფახულანში 86 წლის მოხუცი ემსხვერპლა

ხანძარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში 86 წლის მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი დღის დილით, დააახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა და მთელ სახლზე მალევე გავრცელდა.

ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის გამოყვანა ოჯახმა ვეღარ შეძლო. ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტრობა გახდა.

შონიების სამსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. გარდაცვლილის ცხედარს სავარაუდოდ, მეზობელთან დაასვენებენ.

დღის ამბები