19 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
მგონია, რომ ამ პროექტის საქმე სახელმწიფოს მხრიდან დასრულებულია - ირმა ნადირაშვილი ანაკლიის პორტზე

„დღეს უფრო მძიმე განცდა დამრჩა და მგონია, რომ ამ პროექტის საქმე სახელმწიფოს მხრიდან დასრულებულია,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში გააკეთა.

პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამთავრობო საათის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მაია ცქიტიშვილის განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა, შესაძლოა, ივანიშვილის ინტერესებში შედიოდეს.

დაკავშირებული სურათი„მინდა გაგახსენოთ ივანიშვილი რა შუაშია ამ საქმესთან დაკავშირებით. მან პირდაპირ ისაუბრა მამუკა ხაზარაძეზე სატელევიზიო ეთერში, რომ ის არის უმადური ადამიანი, მას დაულაგა საქმე ვანო ჩხარტიშვილთან, ხაზარაძემ ეს ვერ დააფასა და ამის შემდეგ გამოვიდა გარეთ, რაც შეიძლება მანამდე ხდებოდა და ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე მოყვა კიდეც, რომ ის დიდი ხანია არის პრობლემების წინაშე,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ირმა ნადირაშვილს უჩნდება კითხვები, მიმდინარეობს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიმართ პარტია "ოცნების" თავმჯდომარისა და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„ჩნდება კითხვები, რომ ხაზარაძის მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ამას შეეწირა მისი თანამდებობა თიბისი ბანკში, სწორედ ამის გამო დაიწყო საქმის განხილვა სასამართლოში, ეს უკავშირდება ლისის პროექტს და სწორედ ამის გამო, მე ვთვლი და მე მარტო არ ვარ, თავად კონსორციუმშიც თვლიან და საზოგადოების ფართო წრეებშიც, რომ სწორედ ამას ეწირება ანაკლიის პროექტიც,“ - ამბობს ნადირაშვილი.

ნადირაშვილმა მაია ცქიტიშვილის ის განცხადებაც გააკრიტიკა, როდესაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანს.  

„განსაკუთრებით ვიზაფრებოდი, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ კი, ჩვენ გავაგრძელეთ კონსორციუმთან მუშაობას, ჩვენ შევეცდებით, თუ ეს არ გამოვა, ვიპოვოთ ახალი ინვესტორი, ეს თუ არ გამოგვივა, მაშინ სახელმწიფო ააშენებს ამ პორტს და შემდეგ ვიპოვით ოპერატორს და მე ეს ძალიან მძაბავდა, იმიტომ, რომ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მაგალითად, ხიდის შეკეთება გინდათ ხოლმე, იმის ნაცვლად რომ სწორი ხიდი დაანგრიოთ, სხვას ანგრევს. როდესაც წარმომიდგენია ამხელა პორტს როგორ ააშენებთ, მე ნამდვილად ეს არ არის საუკეთესო პერსპექტივა ანაკლიის პორტისთვის,“ - განაცხადა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები