20 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
ურთიერთბრალდებები პარლამენტში - თეა წულუკიანის მოსმენას ორი დღე და 9 საათიანი დებატები დასჭირდა

მწვავე ურთიერთბრალდებები პარლამენტის სხდომათა დარბაზში - მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენას ორი დღე და 9 საათიანი დებატები დასჭირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრს სამთავრობო ლოჟაში დიპლომების ასლები მიუტანა.

კადრებში, რომელიც „რუსთავი 2"-მა პარლამენტის დარბაზის აივნიდან გადაიღო, ჩანს, რომ წულუკიანსა და ბოკუჩავას არ უჩხუბიათ და მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატის ნათქვამს დაეთანხმა, საუბარი კი ხელის ჩამორთმევით დასრულდა. თუმცა ხელის ჩამორთმევა უშედეგო აღმოჩნდა.

Image may contain: 2 people, people sitting and indoorზავი ქალ პოლიტიკოსებს შორის ვერ შედგა და ხელახალი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ტრიბუნასთან თეა წულუკიანი მივიდა და მისი და თინა ბოკუჩავას საუბრის შინაარსი თავისებური ინტერპრეტაციით მოყვა.

იუსტიციის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ. მან თეა წულუკიანს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ასევე, ადა მარშანიამ ირაკლი კობახიძეს მოსთხოვა, პასუხი მისივე განცხადების გამო და „ქართული ოცნების“ წევრები საცოდავებად მოიხსენია.

თეა წულუკიანმა გამოსვლის დროს დღესაც ყველაზე ხშირად გიგა ბოკერიას და ოთარ კახიძე ახსენა. მინისტრს უყურადღებოდ არც გიგა ბოკერიას სხდომათა დარბაზში შესვლა დაუტოვებია.

წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებისგან რუსეთთან ურთიერთობების რეცეპტს ითხოვდა. ოპოზიციამ თეა წულუკიანს ბრალი დასდო, რომ ის საერთაშორისო სასამართლოებში აქტიურად არ მუშაობს და კონკრეტული მაგალითებიც დაუსახელა.

გაირკვა, რომ მინისტრი იმის გამოც გაბრაზდა, რომ ოთარ კახიძემ ის რეფორმების ჩაგდებაში დაადანაშაულა.

იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ მედიასთან განმარტებები აღარ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები