19 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ერაყში ბორანის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ერაყში ბორანის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ბორანზე  ტურისტები იმყოფებოდნენ.

შემთხვევა ქალაქ მოსულთან ახლოს მოხდა. ბორანი, რომლის ბორტზეც ხალხი ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავდა მდინარე ტიგროსში ჩაიძირა. დაღუპულთა უმეტესობა ქალი და ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თუმცა მაშველებმა მხოლოდ 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ბორანზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, რაც სავარაუდოდ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდა.

დღის ამბები