25 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
"მართლმსაჯულების ბედი არის ის საკითხი, რომლითაც შეიძლება წარმოიქმნას წყალგამყოფი" - "ქართული ოცნება" შესაძლოა ვატო შაქარაშვილმა დატოვოს 

მმართველი გუნდში დაპირისპირება გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასულებს, შესაძლოა თბილისის საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.

არ არის გამორიცხული “ქართული ოცნება“ ვატო შაქარაშვილმაც დატოვოს. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, გადამწყვეტი იქნება სასამართლო სისტემა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებთი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

შაქარაშვილი არ მალავს, რომ უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით.

საკრებულოს დეპუტატის შეფასებით, შემოთავაზებული კრიტერიუმებით მოსამართლეებს ერთის მხრივ არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორეს მხრივ კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ნდობა, ყოველდღიურად იკლებს.

Related image„სამართლიანობა, მართლმსაჯულების ბედი არის ის საკითხი, რომლითაც შეიძლება წარმოიქმნას რეალური წყალგამყოფი. როდესაც ჩნდება რეალური წყალგამყოფი, მე ვრჩები წყლის იმ მხარეს, რომელთანაც ღირსების დაცვა, თავისუფლების დაცვა და სამართლიანობის დაცვაა დაკავშირებული. 

ვიქნები უმრავლესობის რიგებში, არ ვიქნები უმრავლესობის რიგებში, ყველა ეტპაზე, როდესაც ჩავთვლი, რომ საფრთხე ექმნება იმ ღირებულებებს და იმ ფასეულობებს, რომელთა დაცვისთვისაც მე მოვხვდი ამ უმრავლესობაში, რა თქმა უნდა მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას,"-ამბობს შაქარაშვილი. 

დღის ამბები