19 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება - "ემპათია" დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მათ შეყვანას ითხოვს 

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმე - ცენტრი “ემპათია“ დამნაშავე პირების იდენტიფიცირებას და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოვებას ითხოვს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია დადგინდეს ვინ არიან ნაბაკევში რუსულ სამხედრო ბაზაზე პასუხისმგებელი პირები და მოხდეს მათი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანა.

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ასევე აუცილებლად მიიჩნევს ჟენევის და ყველა საერთაშორისო ფორმატში, წინა პლანზე იყოს წამოწეული მსგავსი ქმედების აკრძალვის საკითხი.

ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე, ცენტრი “ემპათია“ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.

დღის ამბები