19 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
სამართალდამცველებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ - სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო, იმ სამი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე  იმსჯელებს, რომლებიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადახედვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურამ 28 მარტს ჩანიშნული წინასასამრთლო სხდომის გადავადება მოითხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პროცესი 7 მაისისთვის გადაიდო.

დღეს ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვენ.

სამი დაკავებულიდან ერთს პოლიციაზე თავდასხმა ედება ბრალად, ორს კი წინააღმდეგობა.

შემთხვევა 4 თებერვალს მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამის თვითმხილველები თავადაც არიან და არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც.

დღის ამბები