25 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ - შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა 

გურჯაანში, აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციის თაობაზე გამართული საჯარო განხილვა, სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრა მერის ინიციატივით ჩატარდა.

მოვაჭრეებმა ბაზრის დაცლაზე უარი განაცხადეს. მათ დროებით ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ.

კერძო მესაკუთრეები, რომლებსაც ბაზრის მფლობელებთან მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, აცხადებენ, რომ მფლობელმა ფართი არაკანონიერად დაისაკუთრა.

ადმინიტრაციის თქმით, კი აგრარული ბაზარი სანიტარული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია, რის გამოც, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაერთხელ დააჯარიმა.

გურჯაანის მერის ინფორმაციით, ტერიტორიის მოწესრიგება ეტაპობრივად იგეგმება.

დღის ამბები