19 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
"არარაობა, თვითონ არ იცის რას ყბედობს" - მაჩალიკაშვილი წულუკიანზე 

არარაობა, თვითონ არ იცის რას ყბედობს - მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, იუსტიციის მინისტრმა  და საქართველოს პრეზიდენტმაც უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ წულუკიანმა არ იცის რას "ყბედობს", როდესაც ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია. მაჩალიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტსაც აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებს ერთ დონეზე არ აყენებს. 

„დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმა  და არც ქვეყნის პრეზიდენტმა არაფერი იცის რაც ჩემსა და თემირლანის გარშემო ხდება და რა დანაშაული აქვს სახელმწიფოს ჩადენილი არც მაგას ხვდებიან.  თავდასხმა როცა განახორციელეს ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ე.ი. ის სპეცრაზმი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არა ყოფილა. სიმართლე გითხრათ ის არარაობაა, თვითონ არ იცის რას ყბედობს და რას საუბრობს“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები