16 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
ჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორედ დავთვალეთ, ყველა ბრალდება, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო აღმოჩნდა ცარიელი სიტყვები - ჟვანია

ჩვენ ხმები სწორად დავითვალეთ, ყველანაირი ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა - ეს განცხადება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოს მუშაობის მიმართ ბევრი დისკრედიტაციული განცხადება ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ, სადამკვირვებლო მისიების შეფასებებმა დაადასტურა,რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ცესკომ პროფესიონალურად ჩაატარა. 

Image result for თამარ ჟვანია„მე მახსოვს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ძალიან ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციული კამპანია რომელიც იწყებოდა ტყუილით და საბოლოო ჯამში მას გაგრძელება არ ჰქონდა იმიტომ რომ ეს იყო ტყუილი. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორედ დავთვალეთ, ეს დადასტურებულია როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგებით. ჩვენ ვანახეთ რომ პროფესიონალურად მოვემსახურეთ და ყველა ბრალდება, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო აღმოჩნდა ცარიელი სიტყვები,“-განაცხადა ჟვანიამ.

„2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“- ამ სახელწოდებით თბილისში კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გახსნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები