20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი ზაალ უდუმაშვილმა მიულოცა

საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის თავმჯდომარემ მიულოცა.

ზალიკო უდუმაშვილმა მათ ბედნიერება, წარმატება და საქართველოს გამთლიანება უსურვა.

„მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს. ამ დღესასწაულს აბსოლუტურად ყველა ზეიმობს, არა მხოლოდ საქართველოში. ნოვრუზ ბაირამი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება გაზაფხულის შემოსვლას, სიცოცხლის საწყისს. მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს გახარება, ბედნიერება, მათ ოჯახებს სიმშვიდე, სიწყნარე და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, გამთლიანება და გაძლიერება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები