20 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციებთან დაკაშირებით პარიზში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მორიგ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პარიზში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დედაქალაქის ცენტრში, დიდი რაოდენობით პოლიციასა და მძიმე ტექნიკასთან ერთად, პირველად სამხედროებიც გამოჩდნენ.

სამართალდამცველები მიმდებარე ქუჩაზე მოძრავ, თითქმის, ყველა მოქალაქეს ამოწმებენ.

დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების მე-19 რაუნდი გაიმართება.

საფრანგეთში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იქ მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.   

გასული კვირის არეულობის შემდეგ, როდესაც დემონსტრანტებმა ბიზნესდაწესებულებები დაარბიეს, საფრანგეთის პოლიციამ "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტებს ელისეს მინდვრებზე შესვლა აუკრძალა და ძალადობის შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით დაემუქრა.

 

ფოტო - AFP

ამავე თემაზე
დღის ამბები