24 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
ბათუმში კერძო საბავშვო ბაგა-ბაღიდან თანამშრომლები და აღსაზრდელები აღსრულების პოლიციამ გამოიყვანა

ბათუმში კერძო საბავშვო ბაგა-ბაღ ჯადოსნური სამყაროს თანამშრომლები და აღსაზრდელები დღეს აღსრულების პოლიციამ შენობიდან გამოიყვანა.

ჯავახიშვილოს ქუჩაზე მდებარე შენობა მერიის კუთვნილებაა. აქ ბაღი 13 წელია, ფუნქციონირებს და ამჯერად 30-მდე აღსაზრდელი ჰყავთ.

მერია ირწმუნება, რომ შენობა შეუსაბამოა, არ არის დაცული უსაფრთხოების წესები. ასევე, არის ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობები.

ბაღის პედაგოგები პრეტენზიას გამოთქვამენ გამოსახლებასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმეთვიან ვადას ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის მოსაძებნად.

აღნიშნულ შენობაში ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცოვრობდა, რომელიც ნათესავებთან გადაიყვანეს.

აღსრულების ბიუროში კი რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ისინი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეპატრონესთან მოლაპარაკებას, მაგრამ ამაოდ.  

"კერძო საბავშვო ბაღი, რომელიც ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, ბათუმის მერიის მოთხოვნით უნდა დაცლილიყო. საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის ნოემბერში შემოვიდა. 2 წელი და 5 თვეა, ბიურო ცდილობს საქმის უმტკივნეულოდ და მხარეთა ინტერესების დაცვით დასრულებას. სწორედ ამისთვის მიეცა ბაღს დრო, რომ მოეძებნა ალტერნატიული ფართი. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს წლების განმავლობაში. დღეს, სპეციალურად უქმე დღეს, რათა პროცესი არ მომხდარიყო ბავშვების თვალწინ, ბიურომ შეასრულა ბათუმის მერიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან სხვა ალტერნატიულ არც ერთ წინადადებაზე კერძო ბაღის ადმინისტრაცია არ წამოვიდა," - განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.  

დღის ამბები