25 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
სპეცოპერაციები უნგრეთსა და გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ

უნგრეთსა და გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჩატარდა.

უნგრელმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრი, 27 წლის სირიელი მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ის 2016 წელს ჰომსში 20 ადამიანის წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდა.

ეჭვმიტანილს საბერძნეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მიღებული და უნგრეთში ჩასვლამდე ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც იმყოფებოდა.

გერმანელმა სამართალდამცველებმა კი, თავდასხმების მომზადების ბრალდებით, 10 პირი დააკავეს.

20-დან 42 წლამდე ეჭვმიტანილები ტერაქტების მოწყობას ფურგონებითა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით გეგმავდნენ.

რეიდების დროს პოლიციამ 20 ათასი ევრო, დოკუმენტები და ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო. 

დღის ამბები