24 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი - დაშავდა.  

ორი ძლიერი აფეთქება ქალაქ ლაშქარ-გაჰის სტადიონზე იმ დროს მოხდა, როდესაც იქ ფერმერების დღეს აღნიშნავდნენ. ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

ღონისძიებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი მათგანი დაშავდა, მათ შორის, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორიც, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები