27 ივნისი 2019,   09:06
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმენის.

მისივე თქმით, უნდა აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, ხოლო მცირე ჰესები მხოლოდ მოსახლეობის თანხმობით უნდა აშენდეს.

„განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან. მან უკვე არ იკმარა ჰესების იძულებითი მშენებლობის მცდელობები, რომელიც ვნახეთ ჩვენ გუშინ და უკვე ატომურ სადგურებზე დაიწყო ოცნება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ, როგორც სვანეთის, ასევე საქართველოს ყველა სხვა კუთხის წარმომადგენლებს. აღტაცებული ვართ ლენტეხის მოსახლეობის ვაჟკაცობით, რომელმაც გამოაძევა გუშინ სოზარ სუბარი, ვიწია ჯაფარიძე და თურნავა, რომლებიც ცდილობდნენ, ჰესის იძულებითი განხილვა მოეწყოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, იგივე გააკეთონ და ყველა კუთხიდან გავაძევოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც შეეცდება ხელსუფლებიდან, მათ დააძალოს საკუთარი კუთხის დატბორვა, მდინარეების განადგურება და კუთხის დაცლა,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცირე ჰესის „ხელედულა 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ადგილობრივებს შორის დაანონსებული შეხვედრა ჩაიშალა.

იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ადგილზე ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა და ჰესის მშენებლობა გააპროტესტა.

ამავე თემაზე
დღის ამბები