27 ივნისი 2019,   09:06
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" აქცია პარიზში - დაკავებულია 51 ადამიანი

პარიზში მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" აქციის მე-19 რაუნდი მიმდინარეობს. დემონსტრანტები ეიფელის კოშკის მახლობლად შეიკრიბნენ და დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

სამართალდამცველებმა ამ დროისთვის 51 ადამიანი დააკავეს, თუმცა, მიტინგი ძირითადად ძალადობის გარეშე მიმდინარეობს.

ელისეს მინდვრებზე, სადაც პოლიციამ გასული კვირის არეულობის შემდეგ აქტივისტებს შესვლა აუკრძალა, მომიტინგეები არ გამოჩენილან.

აკრძალული პერიმეტრის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები 135 ევროთი დაჯარიმდებიან.

პოლიციასა და მძიმე ტექნიკასთან ერთად, წესრიგის დასაცავად პარიზში პირველად სამხედროებიც გამოჩნდნენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები