27 ივნისი 2019,   09:10
ვრცლად
"ცალსახა დადასტურება იმისა, რომ ნატო აღიარებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს" - ლელა ჩიქოვანი სტოლტენბერგის ვიზიტზე

„ეს ცალსახად არის დადასტურება იმისა, რომ ნატო აღიარებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს,“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, იენს სტოლტენბერგის დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

ხვალ საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის. იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება. ის, ასევე, დაესწრება რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ.

ლელა ჩიქოვანის შეფასებით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„ეს ცალსახად არის დადასტურება იმისა, რომ ნატო აღიარებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ტრანსფორმაციის ხაზს ნატო-თან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოხატავს ნდობას საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სწავლება წვრთნისა და შეფასების ცენტრში მიმდინარეობს. ეს ნატოს გენერალური მდივნის რიგით მესამე ვიზიტია საქართველოში. თბილისში სტოლტენბერგი ერთ დღეს დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები