19 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
ენმ რიგით მერვე ყრილობისთვის ემზადება - პარტია დღეს თავმჯდომარეს აირჩევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რიგით მერვე ყრილობისთვის ემზადება. ზუსტად სამ საათზე პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას გრიგოლ ვაშაძე დაიკავებს. ეს თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.  პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე  ნიკა მელია ასრულებდა.

Image result for ზაალ უდუმაშვილი„მთავარი პოლიტიკური მესიჯი არის ის, რომ  პარტია ძლიერდება. პარტია ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომ დაამარცხოს ივანიშვილის რეჟიმი და ამისთვის პარტიაში ტარდება სერიოზული ცვლილებები, მათ შორის აღმასრულებელ რგოლში. შეიქმნება ახალი სტრუქტურა, დამტკიცდება დღეს ყრილობის მიერ. რაც მთავარია, დღეს ყრილობას წარედგინება პარტიის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა, რომელიც ყრილობამ უნდა დაამტკიცოს. ეს არის გრიგოლ ვაშაძე. პარტია ამით გახდება უფრო ქმედითუნარიანი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარტიის თავმჯდომარეს ენმ ახალი მეთოდით აირჩევს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდება. დელეგატები მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

Related image„ელექტრონული კენჭისყრა, რომელიც პირველად ტარდება დრეს ჩვენს ყრილობაზე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების უშუალოდ მონაწილეობისთვის გადაწყვეტილების მიღებაში და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ზოგადად. კენჭისყრა იქნება ფარული, მაგრამ მთლიანად ავტომატიზირებული. ანუ თქვენ  როგორც დელეგატს მოგდით ბმული ტელეფონზე სმს-ს საშუალებით გადადიხართ შემდეგ ამ ბმულზე და დაფარულად აძლევთ ხმას ან პოლიტსაბჭოს ახალ წევრს ან თავმჯდომარის კანდიდატურას,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები