19 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა - კონგრესი სპეციალური პროკურორის დასკვნის შინაარსის გაცნობას ელოდება 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა - შეერთებული შტატების კონგრესი სპეციალური პროკურორის დასკვნის შინაარსის გაცნობას ელოდება. გენერალურმა პროკურორმა კონგრესის ლიდერებს ანგარიშის მთავარი შედეგები, სავარაუდოდ, დღეს უნდა გაუგზავნოს.

უილიამ ბარმა გუშინდელი დღე იუსტიციის დეპარტამენტში დოკუმენტის შესწავლას მოანდომა. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის გარემოცვასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს რობერტ მალერი ორი წლის განმავლობაში იძიებდა.

გამოძიების დასრულებას დონალდ ტრამპი ჯერ არ გამოხმაურებია. პრეზიდენტი ფლორიდის გოლფ კლუბში ისვენებს.


 

დღის ამბები