24 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
დაპირება თურქეთში მკურნალობის შესახებ და მოტყუებული სოციალურად დაუცველი ქალი - ხორავების ოჯახი თაღლითების დასჯას ითხოვს

სოციალურად დაუცველი ქალი, რომელიც თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ლელა ხორავას 8 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ოჯახმა უსახსრობის გამო დიაგნოზის იდენტიფიცირება წლების განმავლობაში ვერ მოახერხა. 

გასულ წელს, კი ხორავამ ერთ სატელევიზიო რეკლამა ნახა, სადაც საშუამავლო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დიაგნოზის დადგენას შეღავათიან ფასში, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სთავაზობდა. 

სოციალურად დაუცველ ოჯახსა და თურქულ სამედიცინო დაწესებულებას შორის შუამავალი ნანა თებიძე უნდა ყოფილიყო.

8 წლის ბიჭის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, დედას ბათუმში უთხრეს, რომ ბავშვის მკურნალობა თურქეთის ქალაქ სამსუნში იყო შესაძლებელი და ამისთვის მას 3 ათასი ლირის გადახდა მოსთხოვეს. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ნათესავების დახმარებით, თანხის ნაწილის შეგროვება შეძლო და შუამავალს პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. ამის შემდეგ შუამავალი ქალბატონი გაუჩინარდა.

7 თვის განმავლობაში შშმ მოზარდი თურქეთში გამგზავრების მოლოდინში იყო. 

დაზარალებულს თანხა ბრალდებულის ოჯახმა უკან დაუბრუნა. ამიტომ თებიძეებისთვის გაუგებარია, რას ედავება ხორავა მათ შვილს. 

ნანა თებიძის წინააღმდეგ გამოძიება 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები