27 ივნისი 2019,   09:07
ვრცლად
„ეს არის მომავალი... ოდესღაც ჩვენ მასზე გადავალთ" - ენმ-ს ყრილლობაზე ელექტრონული კენჭისყრის მეთოდის გამოყენებას ექსპერტები ეხმაურებიან

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღევანდელ ყრილობაზე თავმჯდომარე ელექტრონული კენჭისყრით აირჩია. დელეგატებმა სმარტფონების საშუალებით და უნიკალური კოდის გამოყენებით შეძლეს სასურველი კანდიდატისთვის ხმა მიეცათ. კენჭისყრის ამგვარ მეთოდს მიესალმებიან როგორც ყრილობის მონაწილეები ასევე პოლიტოლოგები. ისინი ამბობენ, რომ ეს არის კარგი სიახლე და უზრუნველყოფს ამომრჩევლის უფრო მეტ ჩართულობას კენჭისყრაში და მათი ხმების უფრო მეტ დაცულობას. ექსპერტები ტექნიკურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამ მეთოდს ჯერ კიდევ დასჭირდება განვითარება.

Image result for ნოდარ ხარშილაძე„ძალიან საინტერესო იდეა თუმცა ამას ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება. იმიტომ რომ ელექტრონულ კენჭისყრას ელექტრონული უზრუნველყოფა სჭირდება პირველ რიგში. საქართველო ამით ბოლომდე დაფარული არ არის. მაგრამ იდეა მიზანი არის სწორი და მანდეთ უნდა წავიდეთ,“-განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.

იდეა მოსწონს, თუმცა შენიშვნები აქვს თორნიკე შარაშენიძესაც. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი აცხადებს, რომ აქ მთავარია ვინ გააკონტროლებს სერვერს და ექნება თუ არა მასთან წვდომა ცესკოს.

Related image„ეს არის მომავალი. ოდესღაც ჩვენ მასზე გადავალთ. იმედია უფრო ადრე ვიდრე გვიან. პრობლემა ამ ეტაპზე იქნება ის რომ თუ სერვერი იქნება ხელში ისევ ცესკო-ს რომელიც არის სამწუხაროდ დისკრედიტირებული, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს როგორ გააყალბებენ ქაღალდით თუ სერვერში შეძვრებიან და გააფუჭებენ?,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ენმ-მ დღეს რიგით მერვე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩია.

ამავე თემაზე
დღის ამბები