27 ივნისი 2019,   09:11
ვრცლად
ჩვენი ლიდერებიდან ზოგი დევნილობაშია, ზოგი პატიმრობაში... გვჭირდებოდა ადგილზე მყოფი ხელმძვანელობა - სალომე სამადაშვილი

„დღეს მართლაც ისტორიული დღე არის პარტიის ცხოვრებაში“-ასე აფასებს სალომე სამადაშვილი დღეს ჩატარებული პარტიის ყრილობას, რომელზეც ენმ-მ თავმჯდომარე აირჩიეს. დღესვე დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.  

სალომე სამადაშვილის თქმით, იმ ფონზე როდესაც პარტიის ლიდერები დევნაში იმყოფებიან, მნიშვნელოვანია, რომ ენმ-ს უხელმძღვანელოს საქართველოში მყოფმა პირმა.

„რეალობა არის ესეთი, რომ პოლიტიკური ლიდერები ჩვენი ზოგი დევნილობაშია, ზოგიერთი პატიმრობაშია და რა თქმა უნდა ადგილზე პარტიას სჭირდება უშუალო ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ ეს არის პრაქტიკული გადაწყვეტილება და განახლების იმპულსს მისცემს ზოგადად ჩვენი პარტიის მომავალს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს. როგორც ენმ-ში ამბობენ, ეს მეთოდი დაინერგება ყოველდღიურ პრაქტიკაში.

Image result for ზაალ უდუმაშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით. ესეც ჩვენი სიახლე არის დანერგილი, რომელიღაცა მხოლოდ პარტიის პოლიტსაბჭოში და ყრილობის ფორმატში არამედ ძალიან მალე უკვე მთლიანად  პარტიაში დაფუძნდება და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილება რომელსაც პარტია მიიღებს, უშუალოდ მიიღებს ელექტრონული კენჭისყრით,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები