19 აპრილი 2019,   23:20
ვრცლად
კიბერდანაშაული და ფულის გათეთრება, რომელთანაც სავარაუდოდ, "ოცნების" დეპუტატის შვილია დაკავშირებული - თაღლითური ჯგუფის ოფისი თბილისში

კიბერდანაშაული და ფულის გათეთრება - ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით, ათასობით ევროპელი მოატყუეს. 

სქემაში, ერთ-ერთი მთავარი კომპანია "ი ენდ ჯი ფაინენსი" და მასთან ასოცირებული "ი ენდ ჯი ბულგარიაა." ევროპულმა ორგანიზაცია ფინტელეგრამმა, რომელიც ინვესტორთა დასაცავად ფინანსურ საკითხებს იკვლევს, თებერვალში გამოაქვეყნა სტატია, რომ კიბერდამნაშავეთა თაღლითურმა ჯგუფმა თბილისში გადმოინაცვლა და „ი ენდ ჯი ბულგარიამ“ თბილისში შვილობილი კომპანია „ალფა მარკეტინგი“ დააფუძნა.

საჯარო რეესტრის მიხედვით „ი ენდ ჯი ბულგარიამ“ „ალფა მარკეტი“ 2018 წლის აპრილში მართლაც დააარსა, „ალფა მარკეტინგის“ ქართველი დირექტორი კესო ბესელიაა, მთავარი მინდობილი პირი კი იურისტი ირაკლი ღლონტი.

ირაკლი ღლონტის განმარტებით „ალფა მარკეტინგი“ „ალფა ფაინენსის“ მსგავსი ქოლ ცენტრი იყო, რომლის ოფისიც თბილისში, ვაკეში პიქსელის შენობაში მეცხრე სართულზე მდებარეობდა. 

"ალფა მარკეტინგის" დახურვა დროში ემთხვევა თებერვალში, ავსტრიის პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას დანაშაულებრივი სქემის გახსნისა და "პოსტსკრიპტუმის" ეთერში გასულ სიუჟეტს, "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილის, გარი შალონის ამერიკაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ.

ფინტელეგრამი მაშინ წერდა, რომ გარი შალელაშვილის და „ი ენდ ჯი ბულგარიას“ მმართველები ერთი და იმავე ჯგუფის წევრები არიან. ამ კავშირს გარი შალელაშვილის მამა, დეპუტატი შოთა შალელაშვილი არ ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები