24 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანო მძიმე პოლიტიკური და ფიზიკური გარჩევების ეპიცენტრში-მძიმე კვირა პარლამენტში

„ოცნების“ ღია დაპირისპირება და სანახაობა პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას მძიმე პოლიტიკური და ფიზიკური გარჩევების ეპიცენტრი იყო. ხმაური მოჰყვა კომიტეტში მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის განხილვას, სადაც ერთმანეთს ოპოზიციის და "ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკმაოდ მწვავე იყო ურთიერთბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდანაც, რომლებმაც ერთმანეთი კორუფციაში დაადანაშაულეს. მძიმე კვირა სასესიო დარბაზში გაგრძელდა. „ოცნების“ დეპუტატებმა ღილაკების ფერის არევის გამო თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. საკითხის კენჭისყრაზე ხელმეორედ გატანის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა.

მინისტრთა საათის ფარგლებში ამავე სასესიო კვირაში პარლამენტში მისვლა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწიათ მისვლა. ოპოზიციის მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა იუსტიციის მინისტრო, რომელმაც ოპონენტები სისუსტეში დაადანაშაულა. ასევე მწვავე იყო დისკუსია შს მინისტრთან. 

დღის ამბები