19 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
კვლევის ფოტოზე გამქრალი და დაბრუნებული ივანიშვილის ხე - P.S.-ის რეპორტაჟმა კვლევის დამკვეთები ააღელვა

კომპანია, "იბერჯეს კონსალტინგს" კვლევა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და დოკუმენტიდან გამქრალი ხე. "პოსტკრიპტუმის" ყურადღება გასულ კვირას კვლევის 114-ე გვერდმა მიიქცია, რომელიც ვიზუალურად ადასტურებდა, რომ ქარსაცავი ზოლის ნაწილი აჭარაში ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას შეეწირა. ფოტო ერთ-ერთ დაზიანებულ უბანზე, ხუცუბანშია გადაღებული. მასზე გადასატანად გამზადებული ევკალიპტი ჩანდა. რეპორტაჟის ეთერში გასვლის მეორე დღეს, ორშაბათს, უწყების ვებგვერდზე PDF ფაილი შეიცვალა და 114-ე გვერდზე ხე დიდმა ღრუბელმა ჩაანაცვლა.

ტენდერით ჩატარებული კვლევაში, რომელიც მიზნად აჭარაში ქარსაფარი ხეების მდგომარეობას ეხება და რომელშიც ბიუჯეტმა 34 ათასი ლარი გადაიხადა, შესწორება შეიტანეს. PDF ფაილიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ გადასატანად გამზადებული გიგანტური ევკალიპტი, გააქრეს. კვლევა, 287 გვერდიანია და ის აჭარაში, ქარსაცავი ხეების მდგომარეობას ეხება.

"იბერჯეს კონსალტინგმა"  განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"-მა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რადგან ქარსაფარი ივანიშვილის ხის გადატანას არ დაუზიანებია მიზეზი 90-იანი წლების კრიზისი და ხეების ასაკია. 

სოციალურ ქსელში აქტიურობისა და "იბერჯეს კონსალტინგთან" ორდღიანი კომუნიკაციის შემდეგ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაყალბებული დოკუმენტი ისევ ჩასწორდა, ამჯერად ფოტოშოპით გადამალული ხე, რეალური ფოტოთი ჩაანაცვლეს. 

დღის ამბები